აქტუალური
სააკაშვილი: „რუსეთს ჩვენი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლა ოფიციალურად სურს“

sakashvili-holandiashiთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რუსეთის მთავრობა ჩვენს საზღვრებს არ აღიარებს და ჩვენი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლა ოფიციალურად სურს. ასევე არ აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელსაც მან ხელი საფრანგეთის შუამავლობით მოაწერა. ის ამბობს, რომ ვითარება შეიცვალა და ის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც მისი მიზეზით უსახლკაროდ დარჩა, საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდება. თუმცა ჩვენ სხვა მეზობლებთან საოცარი ურთიერთობა გვაქვს. ახლახან აშშ-ში ვიმყოფებოდი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე და მან, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმები მთელი რეგიონისთვის სამაგალითოა... ჩვენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ. მალე მათთან ვიზების გარეშე მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებასაც დავიწყებთ... რუსების უმეტესობასაც შეუძლია საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია. ისინი ყოველთვის ახალ აგრესიასა და ახალ კონფლიქტზე საუბრობენ. თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, წელს რუსეთიდან მილიონამდე ტურისტს ველოდებით. მათ საქართველოზე საოცარი შთაბეჭდილება რჩებათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.