სამართალი
მერაბიშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

SSS

თბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იდრის ნაიმ შაჰინი, მისი მოადგილე ჰასან ჯანპოლატი, ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი  ფიქრეთ დემირთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ეიუფ თეფე და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯემილ თონბული.

 

„ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს შეხვდნენ. მათ დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, სადაც ხელი მოეწერა  ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დელეგაციის წევრები პირადად გაეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს, ეწვევიან პოლიციის აკადემიას,  მომსახურების სააგენტოს და მოინახულებენ პოლიცის ახლად აშენებულ შენობებს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.