სამართალი
„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია სემეკს მიმართავს

fosta---gaziთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძემ აცნობა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში, სოლომონ II მე-4 შესახვევში (ე.წ. წყალწითელას პანსიონატის დასახლებაში) მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებმაც საკუთარი ხარჯებით მოახდინეს გაზიფიცირება, გაზის ტარიფი ერიცხებათ 0,53 თეთრიდან 0,59 თეთრის ჩათვლით.

„სემეკის 2007  წლის  16 აპრილის N6 დადგენილებით, ქუთაისში მოქმედებს ტარიფი 0,5074 თეთრი.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს სემეკსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები ჩააყენონ თანაბარ პირობებში“, – აცხადებს წაქაძე.