აქტუალური
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა

sabcho-koaliciaთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაასახელა.

ივანიშვილის განმარტებით, პოლიტიკურ საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ხადური კი საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება.

რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, მასში ბიძინა ივანიშვილსა და ნოდარ ხადურთან ერთად იქნებიან „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, „კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური, ასევე, „რესპუბლიკელებიდან“ დავით ბერძენიშვილი და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ალექსი პეტრიაშვილი.

ივანიშვილის თქმით, საბჭოში „ვაკანტური ადგილები ჯერ ისევ არსებობს“.