საზოგადოება
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში კერძო სექტორის მოთხოვნით

nika_gilauri22თბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები შედის. პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის თქმით, უახლოეს თვეებში საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები განხორციელდება. როგორც თავად აღნიშნა, გასულ შაბათ-კვირას მთავრობას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა.

„აშკარაა, რომ ეკონომიკურ ზრდაში კერძო სექტორის აქტიურობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მოვისმინეთ რამდენიმე პოზიტიური წინადადება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უახლოეს თვეებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდეს საგადასახადო კოდექსსა და სხვა კანონებში“, – განაცხადა გილაურმა.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიზანს ბიზნესისა და კერძო სექტორის წახალისება წარმოადგენს, რათა მათ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ ქვეყანაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.