საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელში
თბილისი, 21 თებერვალი,
საქინფორმი. 22 თებერვალს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მერვე პლენარული სესია გაიმართება.
„ეს არის საქართველო-ევროკავშირის დაახლოების ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე საუბარი საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება“, – განაცხადა კალანდაძემ.