პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში

saakash-parlamentshiთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანგარიშით თებერვლის ბოლოს გამოვა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან საუბარში განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მისი ყოველწლიური ანგარიში განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

„წელსაც, როგორც გასულ წელს, იქნება ახალი ინიციატივები, იქნება საუბარი განვლილ პერიოდზე, სამომავლო გეგმებზე, რაც, თავისთავად, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს ცისკარიშვილი.

პრეზიდენტის ანგარიში ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომლის შემდეგაც დებატები იმართება და ყველა პარლამენტარს აქვს საშუალება, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს ქვეყნის პირველ პირს.