აქტუალური
„თედო ჯაფარიძის მთავარ კონსპირაციულ პარტნიორებად მონათლულ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ივანოვსა და სხვებს მიუნხენშივე ქართული დელეგაცია, მათ შორის, პროსახელისუფლებო ექსპერტები შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაუვლია. კარგია, თუ რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე მუშაობა ხდება, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ ამ ფორმატში პროსახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებსაც მიეღოთ. ასევე, კარგი იქნებოდა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ქართველ საზოგადოებას გაეგო, რისთვის ტარდება ასეთი შეხვედრები, რა მიზნები აქვს მას და როგორია მათი შედეგი“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ზემოთ თქმული განცხადების გაკეთების სურვილი 17 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრ თედო ჯაფარიძეზე მომზადებულმა სიუჟეტმა გაუჩინა, რომელშიც „ჯაფარიძეს ბრალი ლამის სამშობლოს ღალატში დასდეს“.