საზოგადოება
თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია ხვალ, 2012 წლის 21 თებერვალს, გაიმართება.
მისი თქმით, პოლიტიკურ კოალიციას თავად ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „რედისონში“ 12:00 საათზე წარადგენს. ხვალვე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციასაც.„ეს იქნება პოლიტიკური კოალიცია იმ პოლიტიკური სუბიექტებით, რომლებიც ყველასთვის უკვე კარგადაა ცნობილი. პრეზენტაცია, ასევე ,აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ატრიბუტიკით“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, თუმცა პრეზენტაციის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მისი დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გაიმართება.