რელიგია
თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც მორწმუნეებს ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. ამ პერიოდში მრევლი მხოლოდ რძის ნაწარმისა და კვერცხის მიღებას შეძლებს.
ყველიერის კვირა ხორციელისას მოსდევს, რომელიც გუშინ დასრულდა.
წელს ყველიერის კვირა 20-დან 26 თებერვლის ჩათვლით იქნება. ყველიერის კვირით დიდი მარხვისთვის სამზადისი სრულდება.კვირის ბოლო დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის, ანუ მიტევების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს ცოდვებს შეუნდობენ.
ყველიერის კვირის შემდეგ, 27 თებერვლიდან, დიდმარხვა იწყება, რომელიც 15 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.