პოლიტიკა
„საქართველოს და აშშ-ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში აშშ-ის დახმარებას ითვალისწინებს, ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შეხვედრა გაიმართა. ამასთან, უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი. საუბარი იქნება იმაზე, თუ რა კონკრეტული ფორმები უნდა მიიღოს გაღრმავებულმა თანამშრომლობამ, მათ შორის – საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, – განმარტა ბოკერიამ.
მისივე ინფორმაციით, „ISAF“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობასთან ერთად, ქართული მხარისთვის პრიორიტეტული სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. „ქართული მხარის სურვილია, ამერიკული მხარის დახმარება როგორც იარაღის მოწოდებას, ისე ქართველი სამხედროების განსწავლას მოიცავდეს. საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტი პოლიტიკური სიგნალის შემდეგ ჩატარებული სამუშაოს დასრულებისთანავე ეცნობება“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.