სამართალი
სუროგატი დედის მიერ გაჩენილ ტყუპებს ქვეყნიდან გაიყვანენ

surogati-dedaთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. ბერძენ წყვილს ქართველი სუროგატის მიერ გაჩენილი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლებას მისცემენ. ამაზე საჯარო რეესტრთან ზეპირი შეთანხმება უკვე არსებობს.

ევროკავშირის მოქალაქეები სირთულეებს თებერვლიდან ამოქმედებული კანონის ახალი რეგულაციების გამო გადააწყდნენ. მათ ტყუპის დაბადების მოწმობას არ აძლევდნენ. როგორც საჯარო რეესტრში ირწმუნებიან, სუროგაციის ცენტრმა, რომელიც ბერძენ წყვილს საქართველოში ეხმარებოდა, სუროგატსა და წყვილთან კონტრაქტი ვადის დარღვევით გააფორმა. თავად სუროგატ დედათა ცენტრის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და რეესტრიდან ნებართვა გაიცა.