სამართალი
ამ დოკუმენტების საკანონმდებლო ორგანოში შეტანის პარალელურად, პარლამენტთან, საშვთა ბიუროს მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების აქცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება!“ კამპანიის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი – საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ფართო საზოგადოებას გუშინ, 16 თებერვალს, წარუდგინეს.