რელიგია
ილია მეორეს ვიზიტი იერუსალიმში

gamgzavreba-ierusalimshiთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მეორე გუშინ, 2012 წლის 16 თებერვალს, იერუსალიმში გაემგზავრა.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, უწმიდესი და უნეტარესი ისრაელში ჩარტერული რეისით თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა.

ილია მეორეს ვიზიტი ისრაელში არაოფიციალურია და იქ ჩასვლის სურვილი თავად გამოთქვა. იგეგმება მისი შეხვედრა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, უნეტარეს თეოფილე მესამესთან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელიდან სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.

როგორც პატრიარქმა გამგზავრებამდე აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ბრძანა, თან მიაქვთ „ერთი ჩემოდანი მოსახსენიებლები“, რომლებიც მრევლმა დატოვა სამებაში და ისრაელში ყოფნის დროს ყველა მოსახსენიებელს წაიკითხავენ. უწმიდესმა თხოვნით მიმართა მრევლს, მათთვის ილოცონ.

ილია მეორე იერუსალიმში ბოლოს 2000 წელს, აღდგომას, ცეცხლის გადმოსვლის დროს ბრძანდებოდა.