პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი: „ოპოზიციას თვითონ ეშინია სამართლიანი არჩევნების“

bolSinstvoთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ ქართულ ოპოზიციას ყველაზე უფრო ეშინია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების.

უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნების თემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ყველაზე მეტად ოპოზიციას ეშინია, რადგან ძალიან კარგად იცის რეალობა და ფულიანი პატრონების რეიტინგი.

„ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ დასრულდება დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში თავისუფალი არჩევნები აუცილებლად შედგება და მას ქართველი ხალხიც და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადეკვატურად შეაფასებენ“, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.