საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
თბილისი, 14 თებერვალი,
საქინფორმი. საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.15- 2.35 ლარს შორის მერყეობს. რაც შეეხება დიზელის ფასს, ისიც იმავე ფარგლებშია.
კომპანიები საწვავის მორიგ გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ.
ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 117 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ნიუ იორკში – 100 აშშ დოლარს.