აქტუალური
ჯეიმს აპატურაი: „საქართველოს ნატოში გაწევრება უკვე გადაწყვეტილია“

apaturai2თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. „REGNUM“-ის ინფორმაციით, ეს განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სომხური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

აპატურაის განმარტებით, საქართველოს სურს ნატოში გაწევრება და მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, რათა ალიანსის სტანდარტებს დაუახლოვდეს.

ნატოს წარმომადგენელმა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კავკასიის ქვეყნებთან განსხვავებული პროგრამებით თანამშრომლობს, რადგან რეგიონი არ არის მიჩნეული როგორც ერთი მთლიანობა.