სამართალი
დაბა ხარაგაულში ხელისუფლება მოსახლეობას აყაჩაღებს

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ინფორმაციით, მაღალი ყინვების გამო დაბა ხარაგაულში დაზიანდა წყლის მრიცხველები, რომლებიც თავიდანვე უხარისხო იყო. სამუშაოები შესრულდა არაპროფესიონალურად, რაც ემსახურებოდა მხოლოდ ხელისუფლების პიარს.

„მრიცხველების დაზიანების შემდეგ მოსახლეობამ მიმართა ადგილობრივ გამგეობას და წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრს, რის შემდეგაც პასუხი მიიღეს, რომ მათ 100 ლარი უნდა გადაეხადათ ჯარიმის სახით. მსგავსი პრობლემა შეექმნა დაბა ხარაგაულში 300-ზე მეტს ოჯახს“, – განმარტავენ პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია და პარტიის წევრი ამირან წაქაძე.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლების ამ ქმედებას მოსახლეობის მორიგ დაყაჩაღებად აფასებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა და პრობლემის მოსაგვარებლად გამონახონ სხვა გზები.