საზოგადოება
ივანიშვილის „მეცხრე არხი“ მაუწყებლობას მარტიდან დაიწყებს

bidzina-televiziaთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პირველ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილის ტელევიზიას „მეცხრე არხი“ ერქმევა და ის მაუწყებლობას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს.

მისი თქმით, „ამ ეტაპზე ტელევიზიის გასამართად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“.

ამასთან, ფანჯიკიძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელევიზიაში სათანამშრომლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადრინდელი თანამფლობელი დავით დვალი მიიწვიეს.