სამართალი
სამართალდამცველებმა მთავარი პროკურატურის პროკურორი დააკავეს

arestovanთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კორუფციის ბრალდებით დაკავებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, მან შექმნა საკუთარი იურიდიული კომპანია, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად ამისამართებდა თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ იღებდა ფულად გასამრჯელოს.

ჩვენ ვართ მიუკერძოებელნი საკუთარი უწყების თანამშრომელთა მიმართ, რითაც ვიცავთ საზოგადოების ინტერესებს“, – განმარტავენ პროკურატურაში.