რელიგია
ილია მეორე იერუსალიმში მიემგზავრება

uwmindesiთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 16 თებერვალს იერუსალიმში მიემგზავრება.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დასასრულს ბრძანა, იერუსალიმში მასთან ერთად სასულიერო პირთა დიდი დელეგაცია მიემგზავრება.

„მინდა, გთხოვოთ, დაწეროთ თქვენი მოსახსენიებლები და იერუსალიმში მოვიხსენიებთ თქვენს ახლობლებსა და თქვენს თავს“, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.

გარდა ამისა, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, 15 თებერვალს მართლმადიდებელი სამყარო უფლის მირქმას ზეიმობს. 14 თებერვალს, საღამოს, იქნება ლოცვა, ხოლო, 15 თებერვალს, დილით, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას  შეასრულებს.