აქტუალური
ყინვები შესუსტდება

pogoda-poteplenieთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. დასავლეთ საქართველოში დღეიდან დათბება, აღმოსავლეთში კი ხვალიდან ყინვა შესუსტდება და ტემპერატურა მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, დღეიდან დასავლეთ საქართველოში ყინვა შერბილდება და ტემპერატურა 10 გრადუსამდე გაიზრდება, თუმცა მოსალოდნელია ქარი. 14 თებერვლიდან ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც და ის 8 გრადუსს მიუახლოვდება.

წინა ღამეს საქართველოში ყველაზე ძლიერი ყინვა იყო. ტემპერატურა თბილისში -8-10 გრადუსს შეადგენდა, ცალკეულ რაიონებში კი -21 გრადუსამდე ყინვა იყო.

„მომავალი კვირიდან ყინვები გაგრძელდება, თუმცა გაცილებით შერბილდება“, – განმარტავენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.