თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. დაგეგმილია დავით ბაქრაძისა და სოლვიტა აბოლტინას ერთობლივი ბრიფინგი.
დღესვე სეიმის თავმჯდომარე ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ახალ შენობას გახსნის, რომლის ცერემონიალსაც დავით ბაქრაძე დაესწრება.
დაგეგმილია სოლვიტა აბოლტინას შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან.14 თებერვალს სოლვიტა აბოლტინა საქართველოში ლატვიური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის დასრულებამდე იგი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს. სტუმრები სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და ნიკო ფიროსმანის გამოფენას მოინახულებენ.
ლატვიის დელეგაცია თბილისს 15 თებერვალს დატოვებს.