პოლიტიკა
საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

parlamenti_sulaთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სამშაბათს, 14 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას გამართავს. სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება. მისი დღის წესრიგი დღეისთვის დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.

სამშაბათის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატები, ტრადიციულად, განცხადებებს გააკეთებენ.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, შესაბამისად, 7 თებერვალს, ბიუროს სხდომით გაიხსნა. ოფიციალურად კი ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.