პოლიტიკა
სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

umravlesoba-misha-shexvedraთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო საკითხებზე იქნება საუბარი.

„ასეთი ტიპის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვს. ის კიდევ უფრო საინტერესო იქნება ახლა, როცა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკური კუთხით უამრავი რამ მოხდა. ვგულისხმობ აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტსა და ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ანტურაჟის ცვლილებას. გარდა ამისა, იწყება საგაზაფხულო სესია და ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასაუბრო თემაა“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათზე მიიღებს.