პუბლიკაციები
ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ავღანეთში „ეს-ეს“-ის დროშასთან გადაიღეს ფოტო

ANONS-JARISKACEBIთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ფაშისტური გერმანიის ელიტური სამხედრო ფორმირების – „ეს-ეს“-ის დროშის ფონზე გადაიღეს ფოტო. ნამდვილობა ფოტოსი, რომელზეც დროშა „ეს-ეს“-ის სიმბოლოთი ამერიკის დროშის ქვეშ არის მოთავსებული, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში დაადასტურეს.

როგორც სააგენტო „Associated Press“ იუწყება, საზღვაო ქვეითთა კორპუსში განაცხადეს, რომ არ იციან, საიდან გაჩნდა ამგვარი სიმბოლიკის მქონე დროშა. იქ ივარაუდეს, რომ ის, ალბათ, ერთ-ერთ საზღვაო ქვეითს ეკუთვნოდა. დადგინდა, რომ საზღვაო ქვეითები ამ დროშას სნაიპერების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ამასთან, საზღვაო ქვეითთა კორპუსში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნაცისტური სიმბოლიკის განზრახ გამოყენება დაუშვებელია. თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ სამხედროებმა ნაცისტური სიმბოლიკა შეცდომით გამოიყენეს, ისინი არ დაისჯებიან.

lenta.ru ასევე აღნიშნავს Associated Press-ზე დაყრდნობით, რომ ფოტო 2010 წლის სექტემბერშია გადაღებული და ის ფლორიდის იარაღის კომპანია „Knight's Armament“-ის ბლოგში გამოქვეყნდა.

ამავე დროს, „The Atlantic Wire-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობა ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო მოსამსახურეები მეტისმეტად გონებაჩლუნგები არიან იმის საცოდნელად, რომ ეს ნაცისტური დროშაა" ("Marine Corps Insists Marines Are Too Dumb to Know This Is a Nazi Flag"). სტატიაში ნათქვამია, რომ "1st Recon BN Charlie Co“-ს სამხედროების ჯგუფური ფოტო 2010 წლის სექტემბერში ავღანეთის პროვინცია სანგინშია გადაღებული. საზღვაო ქვეითებს „ეს-ეს“-ის დროშა „Scout Sniper“-ის მნიშვნელობით აქვთ მიღებული და ასევე გამოიყენებენ. კომპანია „КАС“-ის წარმოების იარაღი მათი სნაიპერული აღჭურვილობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე მსხვილი სკანდალია ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების ირგვლივ. როგორც საქინფორმი 2012 წლის 18 იანვარს იუწყებოდა პუბლიკაციაში თქვენ რას იტყვით, ქართველებო?! ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, ჰელმანდის პროვინციაში როგორ  აშარდავს 4 ამერიკელი საზღვაო ქვეითი თალიბების გვამებს (ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ მკითხველს ეს ვიდეოჩანაწერიც შესთავაზა).