საზოგადოება
ზუგდიდი, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა სამმართველოს უფროსმა ლევან მიქავამ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე განმარტა, დევნილთა ჩასახლების მშენებლობა ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
მიქავას თქმით, დევნილთა ახალი კორპუსები 340-ადგილიანი იქნება.ზუგდიდში აღნიშნული ჩასახლების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ბათუმის დევნილთა ჩასახლების გახსნის დროს გაახმაურა.
ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში ზუგდიდში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს ჩაასახლებენ.