„საზოგადოება იმყოფება სახიფათო ახალ რეალობაში, სადაც ადგილი აქვს ქვეყნის ღირებულებების, ეკონომიკისა და პოლიტიკის მონოპოლიზების მცდელობას. სახეზეა ორი სახიფათო პოლუსი – ერთ მხარეს დგას ხელისუფლება ყველა სფეროში თავისი უზარმაზარი სახელისუფლებო ბერკეტებით, რომლის შეცვლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნის დასმას ედპ არ აპირებს. „ნაციონალების“ პოლიტიკურმა საქმიანობამ საქართველო მიიყვანა ძალიან სახიფათო მიჯნამდე, კერძოდ, ქვეყანაში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობამდე, რაც დასანგრევია; მეორე მხარეს კი წარმოდგენილია მილიარდებით აღჭურვილი მისივე ანარეკლი, სადაც, ასევე, ადგილი აქვს ავტორიტარიზმის გამოვლინებას, როცა განსხვავებული აზრის გაკრეფვით იმუქრებიან და, სადაც პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ“, - განაცხადა ქარდავამ და იქვე დასძინა, რომ შეეცდებიან, „შუა გაკრიფონ და არსებული მესამე პოლიტიკური ცენტრი თავად დაიკავონ“.
ორი პოლუსის დახასიათების შემდეგ ედპ-ს ლიდერმა პარტიის პოლიტიკური არჩევანის შესახებ ისაუბრა და მას მესამე გზა უწოდა. „ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ გზას, რომელსაც მესამე გზას ვუწოდებთ. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩიხში არასდროს მოვხვდებით“, – აღნიშნა ქარდავამ.
მისივე თქმით, მესამე გზა დაფუძნებულია ეროვნულ ფასეულობებზე და ორიენტირებულია დასავლეთისკენ.