სამართალი
ალასანიას მიმართვა უგულავას

mimartva-alasania-ugulavaთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერ გიგი უგულავას ზამთრის პერიოდში დედაქალაში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ გიგი უგულავას, ახლა მაინც იფიქროს ხალხზე და ზამთრის ამ სუსხიან დღეებში, როდესაც თბილისელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ელექტროენერგიის მოხმარება გასათბობად, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკავების გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ალსანიამ.

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერს დღეს საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე  მიმართავენ.