საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის მილოცვა

TSU-PHOTOთბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით ბიზნესმენის მილოცვის ტექსტი გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეც არის, უნივერსიტეტისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას  ჩაუყარა საფუძველი. ამ სასწავლებელთან კავშირი,  მის კედლებში ცოდნის მიღება საამაყოა მისი ყველა კურსდამთავრებულისათვის. მე, როგორც ერთ-ერთ უნივერსიტეტელს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს პირველი უნივერსიტეტის მიმართ. ვულოცავ უნივერსიტეტს დაარსების დღეს და ვუსურვებ, უფრო ფართო ასპარეზზე გაეთქვას სახელი როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის საგანმანათლებლო კერას, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს“.