საზოგადოება
ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

bidzina-peka2თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2012 წლის 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისში მოძრაობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საზოგადოებას საკუთარი პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე წარუდგინა და, ამავე დროს, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სხვა კითხვებთან ერთად ბიზნესმენს რუსეთში მიმდინარე აქციების თაობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ აქციებს მიესალმება.

„რუსეთში დღეს მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესის დასაწყისია, რაც კარგია, მე ამას მივესალმები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.