პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ ივანიშვილის წინადადებას დადებითად აფასებს

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზადაა, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების შესახებ დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არ არიან მისი კოალიციის წევრები.

აღნიშნულ ინიციატივას პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოეხმაურა, რომლის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილის კონსტრუქციული დამოკიდებულება ოპოზიციური ძალების თანამშრომლობაზე მისასალმებელია.

„განსხვავებით კოალიციის წევრი სხვა სუბიექტებისგან, როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი რაციონალურად აფასებს ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობას. „თავისუფალი საქართველო“ მზად არის, ჩაერთოს ამგვარ მოლაპარაკებებში, თუ ბიძინა ივანიშვილის მხიდანაც იქნება შესაბამისი მზაობა“, – აცხადებს ომანიძე.