აქტუალური
ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს

bidzina-unikorთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენმა დღევანდელ ბრიფინგზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, თითქმის ყველა ობიექტზეა ორ-ორი მყიდველი, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

„მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთშიც ძალიან მძიმეა, შესაბამისად, დღეს აქტივების გაყიდვის დრო არ არის. გარდა ამისა, მარტში რუსეთში არჩევნებია, რაც ბიზნესმენებზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ აპრილამდე ყველაფრის რეალიზაცია მოხერხდება. არიან რეალური მსურველები, არის წინადადებები, მიმდინარეობს ვაჭრობა. ისინი, ალბათ, არჩევნებსაც დაელოდებიან და აპრილისთვის ძირითადი კონტრაქტები შედგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.