აქტუალური
ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გახდა

fanjikidze-bidzinas-presspiთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავისი პრესსპიკერი წარუდგინა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი ცნობილი ქართველი მწერლის – გურამ ფანჯიკიძის, ქალიშვილი მაია ფანჯიკიძე გახდა, რომელიც წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა.

კერძოდ, 1994-1997 წლებში ფანჯიკიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა;

1997-2001 – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩევლად;

2001-2002 – საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლად;

2002 – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად;

2002-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;

2004-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ;

2004-2007 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის  ფედერაციულ რესპუბლიკაში;

2007-2010 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიდერლანდის სამეფოში;

2010-2011 – გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორია, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; „ევროპული სკოლისა“და სკოლა „ლოგოსის“ გერმანული ენის მასწავლებელი;

26.12.2012 – დღემდე კი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელია; თემატური ჯგუფების კოორდინატორი (ქალბატონი მაია ბიძინა ივანიშვილის ალიანსში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას მეუღლის დაა).