საზოგადოება
ამ დღეებში დიდთოვლობა და ყინვაა მოსალოდნელი

didtovloba3თბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. მთელ საქართველოში დღეიდან სამი დღის განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 8-დან 10 თებერვლის ჩათვლით ითოვებს. შემდეგ მცირედით გამოიდარებს, თუმცა ნალექის შეწყვეტასთან ერთად ყინვა გამკაცრდება.

უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 და -9 გრადუსამდე დაიწევს. ამასთან, შიდა ქართლში 12, 13 და 14 თებერვალს ღამით ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოში ღამით ბარში მოსალოდნელია -1და -2 გრადუსი; 11 თებერვლიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში ყინვა -6 გრადუსამდე დაეცემა.