აქტუალური
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება

parlamenti_sulaთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი ხვალიდან მუშაობას  საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შეუდგება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, შესაბამისად, 7 თებერვალს, ბიუროს სხდომით გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მიიღებს იგი ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. იგეგმება ანტინარკოტიკულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელებაც. საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის ინიცირება, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ოფიციალურად ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.