აქტუალური
იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0,5% შეადგინა

inflacia6თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში წლიური ინფლაციის დონე დეკემბერში არსებული 2%-დან იანვარში 0,5%-მდე შემცირდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1,6%-ით შემცირდა, ხოლო  კავშირგაბმულობის ფასები – 7,7%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ტრანსპორტის ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,8%-ით გაიზარდა, ხოლო საცხოვრებელი, წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ფასები – 2,7%-ით.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით – 6,5%-მდე შეამცირა, განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და, მართალია, ზაფხულიდან მისი ზრდაა მოსალოდნელი, წლიური დონე საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი იქნება. მთავრობის პროგნოზით, 2012 წელს ინფლაციის დონე 6% იქნება.