აქტუალური
საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა არ არის

kpkთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „К2К“ მსოფლიოში 15 ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეიტინგს აქვეყნებს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ 2012 წლისათვის ინვესტიციების ჩადების კუთხით ბიზნესმენებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ჩინეთი იქნება.

ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილს აშშ იკავებს, მესამეზე  ინდოეთია, მეოთხეზე – ბრაზილია, მეხუთეზე – პოლონეთი, მეექვსეზე – გერმანია, მეშვიდეზე –ავსტრალია, მერვეზე – მექსიკა, მეცხრეზე – კანადა, მეათეზე – სამხრეთ აფრიკა, მეთერთმეტეზე – ვიეტნამი, მეთორმეტეზე – საფრანგეთი,  მეცამეტეზე – თურქეთი, მეთოთხმეტეზე – ჩილე, ხოლო მეთხუთმეტეზე – რუსეთი.

რეიტინგის შედგენისას გამოცემამ რამდენიმე ეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის, ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ და სხვა მონაცემები გამოიყენა.