ბიძინა ივანიშვილი: „ოქრუაშვილი ამ დრომდე მმართველი გუნდის წევრია“
თბილისი, 6 თებერვალი,
საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი „ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და ამ დრომდე მისი წევრია“.
„ოქრუაშვილი მათი ტიპური სახეა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და დღესაც ამ გუნდის წევრია! მათ შიდა კონფლიქტი მოუვიდათ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ახლა კვლავ ერთად არიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.