საზოგადოება
"რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და "ბორჯომის" დაბრუნებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არაა"

karasini6თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და "ბორჯომის" დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს.

"ამ სფეროში მუშაობა წარმოებს. ჩვენს სპეციალიზებულ ორგანიზაციებში ქართული კომპანიებისგან შესაბამისი განაცხადი შევიდა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გენადი ონიშჩენკოს უწყება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შესახებ შესულ დოკუმენტებს სერიოზულად იხილავს. შედეგების პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, "ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური წინააღმდეგობა არ არსებობს და ყველაფერი საიმედო ხარისხსა და სუფთა კონკურენციაზეა დამოკიდებული".