სამართალი
რუსეთი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია

MO-RF-protivთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა გააკეთა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განცხადება ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სამიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელზეც გადაწყდა, რომ საქართველოში ამერიკული იარაღის მიწოდება უნდა განახლდეს.

„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ სააკაშვილის რეჟიმისათვის იარაღის ნებისმიერი მიწოდებისა და თუ ამგვარი გადაწვეტილება მართლა იქნა მიღებული, ეს კავკასიაში არსებული სიტუაციის მნიშვნელოვან დესტაბილიზებას მოახდენს“, – აცხადებს ანტონოვი.