აქტუალური
თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. წუხელ თბილისში ყველაზე ცივი ღამე დაფიქსირდა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ მიაღწია მინუს 8 გრადუსს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ თოვლიანი ამინდია, თბილისში კი შესაძლებელია ღამით კიდევ უფრო აცივება – მინუს 10 გრადუსამდე. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ დღეებში უმეტეს რაიონებში ყინვა გაძლიერდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -8 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი -9 -4 გრადუსი იქნება.