პოლიტიკა
სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

dajildoeba12თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მოინახულა და მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ვიცე-პოლკოვნიკი ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს დაიჭრა. ტუღუშთან ერთად მყოფ ორ ამერიკელ სამხედროს, ბულრესონ მარკუსს და ბრაუნ ქრისჩენს, მიხეილ სააკაშვილმა გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა.

„ის მძიმედ დაიჭრა ავღანეთში. მისი დედა ასწავლის გეოგრაფიას ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში. ალექსანდრემ მითხრა, რომ ძალიან ახლო მეგობარი იყო ჩვენი ეროვნული გმირის, ზაზა დამენიასი, რომელმაც 2008 წელს ცხინვალში თავისი სხეულის გადაფარვით გადაარჩინა ყუმბარის აფეთქებისაგან თანამებრძოლები. ალექსანდრემ მითხრა, რომ მოუთმენლად ელის სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ჩაიცვას ფორმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.