სამართალი
„სამოქალაქო ერთობა“ საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს

vazagashvili-iuriiiiთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „სამოქალაქო ერთობის“ ხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 300 ათას ადამიანს, რომელთაც ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართეს, პასუხს არ გასცემს, საპროტესტო აქციებს გამართავენ.

„პროტესტს კანონის ჩარჩოებში გამოვხატავთ და მოთხოვნის შესრულებას აუცილებლად მივაღწევთ. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 300 ათასი ადამიანის ხელმოწერა გადაეცა პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ვაზაგაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „სამოქალაქო ერთობა“ თანდათან ფართოვდება და რეგიონებში ორგანიზაციის წარმომადგენლობები ფუძნდება.