საზოგადოება
დევნილები ბათუმში შიმშილობის დაწყებას აპირებენ

devnilebi-batumiთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „abkhazeti.info“ იუწყება, აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები გამოდარებისთანავე ბათუმის ცენტრში კარვების გაშლას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

დევნილთა განცხადებით, მათ კარვების დადგმის ნებართვა მერიიდან 1 თებერვლიდან თვის ბოლომდე მიიღეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

იძულებით გადაადგილებულები, რომლებმაც კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან გამოსახლების შემდეგ 7 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს, აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დევნილები განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენა – ზოგს 7 000 დოლარი გადაუხადეს, ზოგს კი ბინები მისცეს.

დევნილები პროტესტს მას შემდეგ აცხადებენ, რაც ბათუმში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საგანგებო კვარტალი აშენდა. ისინი ბინების გამოყოფას სწორედ ამ კვარტალში მოითხოვენ.