რელიგია
პატრიარქი კირილი: „მართლმადიდებლები დემონსტრაციებზე არ დადიან“

patriarx-vsearusiთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აღსაყდრების სამი წლისთავის აღსანიშნავად ლიტურგია ჩაატარა და მრევლს მიმართა.

„მართლმადიდებელმა ადამიანებმა დემონსტრაციებზე გამოსვლა არ იციან. მათი ხმა არ ისმის, ისინი მონასტრის სიმყუდროვეში, კელიებში, სახლებში ლოცულობენ, მაგრამ გულით განიცდიან იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება... ჩვენი ძალა ლოცვაშია“, – ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა კირილმა უკვე გააკეთა კომენტარი მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ. სახელდობრ, მისი აღნიშვნით, საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას არ ეთანხმება, ხელისუფლებამ კი ყურად უნდა იღოს ხალხის აზრი და პოლიტიკური კურსის კორექტირება მოახდინოს.

„როდესაც რაიმე ხდება, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უკმაყოფილების გამოხატვის უფლება“, – განაცხადა რუსეთის ეკლესიის მეთაურმა და დაამატა, რომ „ამ დროს საზოგადოებას სიბრძნის გამოვლენა მართებს, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, ვინც მოისურვებს, ხალხის განწყობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“.