რელიგია
თბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადის. პატრიარქი რეგულარულად იტარებს საზღვარგარეთ სამედიცინო გამოკვლევას მას შემდეგ, რაც 2008 წლის ნოემბერში გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში კორონარული არტერიების სტენტირების ოპერაცია გაიკეთა.
ამჟამად პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. ის საქართველოში შაბათს, 2012 წლის 4 თებერვალს, დაბრუნდება.