აქტუალური
თბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლიანი ამინდი 3 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 თებერვლიდან თოვა უმეტეს რაიონებში შეწყდება და ყინვა გაძლიერდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -8 გრადუსამდე დაეცემა; აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი -9 -4 გრადუსი იქნება.