სამართალი
თომას მარკერტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონზე

markerti-tomasiთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ოფიციალური ვებგვერდი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტის კომენტარს ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ქართველ ჟურნალისტთა მიერ დასმული შეკითხვების პასუხად ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა აღნიშნა, რომ ტექსტი კანონისა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მარკერტმა ვერ შეძლო, პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა.

საკითხის მომდევნო განვითარებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტთან (CDL-AD(2011)044rev) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომისიას ეცნობება მარტში, შემდეგი პლენარული სხდომის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.