ეს მძიმე, ბევრისთვის მტკივნეული საკითხია, მაგრამ საუბარია არა ნაციონალურ თავისუფლებაზე. რუსეთი არ შეეცდება ამაყი ერის დამორჩილებას. მეგობრობა უნდა გაფორმდეს დაახლოებით ისე, როგორც ორი კომერციული კომპანიის შერწყმა – აქციების გაცვლა ურთიერთსასარგებლო პირობებით, მმართველ ორგანოებში ორივე მხარის წარმოდგენით.
„სტრატეგიული, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური რუსულ-ქართული სივრცის აღდგენა – ეს საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა, რის შემდეგაც ჩვენკენ დაიძვრება ევროპული, რუსული და თვით ამერიკული ინვესტიციებიც“, – წერს ცნობილი ექსპერტი და საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს პუტინის მმართველობის უკანასკნელი ისტორიული შანსი ქვეყნის გაერთიანებისა და აყვავებისათვის.
არნო მართალია, ერთიანი საქართველოს გაჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის იტყვის ქართველი ხალხი „დიახ“, – წერს ავტორი.